„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ
ლიდერს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება
შეუწყდა.
88 მომხრე, 1 წინააღმდეგი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა,
დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.
ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სასამართლომ 7 წლის წინ
დაწყებულ გამოძიებაზე განაჩენი გამოაცხადა. ნიკა მელიას 25 000 -
ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის
ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.