შსს-მ პარლამენტში მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ
პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის
ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო სსკ 117-ე
მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას
გულისხმობს“, - განაცხადეს შსს-ში.
ინფორმაციისთვის, ამ წუთებში პარლამენტის სხდომათა დარბაზში შსს-ს
ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სწორედ ექსპერტ-კრიმინასტები
დაადგენენ თუ რა ნივთიერება დაასხეს სხდომათა დარბაზში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის
წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და
დაასხა, რის გამოც, დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.
ამასთან, პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის და ექიმების დახმარებით
რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის დეპუტატი ენძელა
მაჭავარიანი. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. ერთ-ერთ
მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა.