ვენეცია ფაქტობრივად მთლიანად
ჩაიძირა - წყლის დონემ ქალაქში 1,87 მეტრით იმატა, მიზეზი კი
გახშირებული წვიმაა.
ვენეციაში 1923 წლიდან სისტემურად აკვირდებიან წყლის დონეს და ამაზე
ცუდად მდგომარეობა მხოლოდ ერთხელ, 1966 წელს იყო, როდესაც წყლის დონემ
1,94 მეტრით იმატა.
ვენეციაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი
78 წლის ასაკის ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ელექტროშოკისგან
დაიღუპა, როდესაც დატბორილი სახლიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობდა.
მეორე პირის გარდაცვალების დეტალები ჯერ უცნობია.
დატბორილია ქალაქის 90 პროცენტი.
„სიტუაცია დრამატულია. ვთხოვ ხელისუფლებას დახმარებას. ეს ყველაფერი
კლიმატური ცვლილების გამო ხდება“, - აცხადებს ვენეციის მერი ლუიჯი
ბრუგნარო.
წყარო: praime time