ბორჯომს წყალი არ მიეწოდება
დღეს დილიდან ბორჯომის ნაწილს
სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ,
რომ წყლის გადაკეტვის მოთხოვნით,
კომპანიას ბორჯომის მერიამ მიმართა.
"9 აპრილის ქუჩაზე არსებული ხიდის სამშენებლო სამუშაობის
მიმდინარეობის გამო, საჭირო გახდა დროებით სასმელი წყლის გადაკეტვა.
სამუშაოები დღის ბოლოსთვის დასრულდება და სავარაუდოდ 20:00 საათისთვის
მოსახლეობას წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება" - აცხადებენ
ბორჯომის მერიაში.