საფრანგეთი 2020 წლიდან დასაქმების მსურველი მიგრანტების მიღებაზე კვოტებს დააწესებს
საფრანგეთი 2020 წლიდან დასაქმების
მსურველი მიგრანტების მიღებაზე კვოტების შემოღებას აპირებს.
საფრაგეთის შრომის მინისტრის, მურიელ პენიკოს განცხადებით, კვოტების
სისტემა 2020 წლის ზაფხულიდან ეროკავშირის არაწევრი ქვეყნების
მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალური დასაქმების საშუალებას მისცემს.
მისი თქმით, ახლა საფრანგეთში იმ სამუშაოების სიის შედგენაზე
მუშაობენ, სადაც ის პროფესიები იქნება ჩამოთვლილი, რომლებზეც აჟამად
საფრანგეთში მოთხოვნაა.
„ჩვენი უპირველესი მიზანია, საფრანგეთის მოქალაქეები შრომის ბაზარზე
დავაბრუნოთ, ამის შემდეგ კი ჩვენ დავეხმარებით მიგრანტებს და მათ
დასაქმების საშუალებას მივცემთ. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალების
მისაღებად იმ სფეროებში, რომლებიც ამჟამად კვალიფიციური კადრების
დეფიციტს განიცდის“- აცხადებს პენიკო.
წყარო:bpn