საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა
"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე,
ვარ ევროპელი"
2019 წელს ევროპის საბჭოს დაარსებიდან 70 წლის, ხოლო საქართველო -
ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო
დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა მიუძღვნა.
ახალი საკოლექციო მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 1-ლი ნოემბრიდან
როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში ასევე ყვარლის ფულის მუზეუმში