ავტოსაგზაო შემთხვევას და-ძმა ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე.
ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ერთ-ერთ
ავტომანქანაში ერთი ოჯახის წევრები ისხდნენ. გარდაცვლილია და-ძმა,
დედა დაშავებულია.
სამივე მათგანი აბასთუმნიდან არიან. დედა ნ.გ ამჟამად კლინიკა
,,იმედში“ რჩება. მის გადასაყვანად რეანომობილის მისვლას
ელოდებიან.
ინფორმაციას ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს