სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბორჯომში 34 პროექტი განხორციელდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 32
დასახლებაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 34 ინფრასტრუქტურული
პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე
მხოლოდ 5 მიმდინარე პროექტია,
რომელთა დასრულებაც უახლოეს დღეებში იგეგმება.
სოფლებში, მიმდინარე წელს მთავარ პრიორიტეტებად სასმელი წყლის
რეაბილიტაცია და სკვერების მოწყობა დასახელდა.
ქვეყნის მასშტაბით კი, შერჩეული 4 808 პროექტიდან, ამ ეტაპზე, 3 212
უკვე დასრულებულია, მათი სავარაუდო ღირებულება 46 მილიონი ლარია.
დანარჩენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს.
პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები
ფინანსდება. 10-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი დასახლებაში მოსახლეობის
რაოდენობის მიხედვით ნაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება
შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი
ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული
სხვა სახსრებით).
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის და შესრულების საერთო
კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.