ავტომობილების ტექინსპექტირების პროცესი არც შეჩერდა და არც გადაიდო
"ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება
ინფორმაცია, რომ ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი დროებით
გადაიდო ან/და შეჩერდა,
რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული ფაქტის გამო, მძღოლები
შეიძლება შევიდნენ შეცდომაში და ინსპექტირების არგავლის გამო
დაჯარიმდნენ კიდეც
გაცნობებთ, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი
მიმდინარეობს შეუფერხებლად. არ არსებობს არანაირი გეგმა ინსპექტირების
შეჩერების ან მისი გადავადების შესახებ",-ნათქვამია საქართველოს
ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის განცხადებაში.