„საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა
მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს
თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი
დეკლარაცია შეისწავლა, შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა
დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის:
- დეკლარაციის არასრულად შევსების
56 ფაქტი
- კომპანიებში კუთვნილი წილის
სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა
- თანამდებობასთან შეუთავსებელი
საქმიანობის 16 ფაქტი
- ამასთან, 5 თანამდებობის პირთან
დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ
შესყიდვებში მონაწილეობენ.
დარღვევები გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების, თანამდებობის პირთა მიერ
შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებშიც.
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების 30 დეკლარაციიდან, დარღვევები
7-ში გამოვლინდა.