გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობამ 23 202, განქორწინებამ კი 10 288 შეადგინა
საქართველოში ქორწინებებისათვის ყველაზე პოპულარული სეზონი
შემოდგომაა, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის 2018 ბუნებრივი
მოძრაობის სტატისტიკურ ანგარიშშია აღნიშნული.
„საქსტატის“ ანგარიშის თანახმად, რეგისტრირებული ქორწინებების 32%
შემოდგომაზე მოდის. 2018 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ
23 202 შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ – 10
288. 2018 წელს ქორწინების და განქორწინებების ყველაზე მეტი შემთხვევა
დაფიქსირდა ქ. თბილისში (29.0 პროცენტი და 37.9 პროცენტი
შესაბამისად).
ამასთან, 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის
27.7, ხოლო მამაკაცებისთვის 30.4 წელი შეადგინა.