დაბა ბაკურიანში 3 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა
დასრულდა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი
იყო საცობები, რაც ტურისტების
და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას
უშლიდა ხელს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა 3 კმ-იანი გზის მშენებლობა, მოეწყო
გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, წყალგამტარი მილები, სადრენაჟე
სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები.
გზის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე
წლის სექტემბერში დასრულდა
სამუშაოები მუნიციპალური განვთარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო
ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა, პროექტის ღირებულებამ 6.3
მილიონ ლარზე მეტი შეადგინა