ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა-NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევის გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ
20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა
გამოიყენა.
რესპონდენტთა 68 % აცხადებს, რომ ხელისუფულებამ 20 ივნისს
გადამეტებული ძალა გამოიყენა, 22 % მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ
გამოყენებული ძალა აქციის მონაწილეების დასაშლელად სათანადო იყო, 4%
არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 6% კი ამ კითვაზე პასუხს „არ ვიცი“
აფიქსირებს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს
მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის
საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით
CRRC -საქართველოს მიერ.