NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარს ჰქონია შემთხვევა, როცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ გააჩნდა
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული
მოსახლეობის ნახევარს კომუნალური გადასახადების გადასახდელად თანხა არ
ჰქონია.
კითხვაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა,
რომ არ გქონდათ საკმარისი თანხა კომუნალური გადასახადების დასაფარად,
48% პასუხობს რომ ჰქონია, ხოლო 51 % ამბობს, რომ - არა. მხოლოდ 1%-მა
არ იცის პასუხი კითხვაზე.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
მიმდინარეობს. კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე
პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ.
კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის
დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.
კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური
ხელშეწყობით. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას
გეგმავს.