NDI - გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ
ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორტონი
აცხადებს, ეს ბოლო ათი წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხზე
დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30 % თვლის, რომ საქართველო
საერთოდ არ იცვლება. 18% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით
ვითარდება.
დღეს NDI-მ საზოგადოების განწყობის მორიგი კვლევის პირველი ნაწილი
გამოაქვეყნა.
გამოკითხვა 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2132
ადამიანი.
საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.