პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა დასახელდა
პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია „ქართულმა
ოცნებამ“ წარადგინა. განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება
დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე
შეთანხმდა.