ტაძრისში გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღე აღნიშნეს
15:02 / 16.07.2019
სოფელ ტაძრისში ათონელობა აღნიშნეს. წმინდანის ხსენების დღე სოფელში
უკვე სახალხო დღესასწაულად იქცა. წელს უკვე მეორედ აღინიშნა და
მასშტაბური სახე მიიღო.
ჩატარდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. სპორტსმენები ერთმანეთს
ჭადრაკში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ. დღესასწაული კონცერტით
გაგრძელდა სადაც მონაწილეობა ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების
ცენტრთან არსებულმა ვოკალურმა და ქორეოგრეფიულმა ანსამბლებმა მიიღეს.
გიორგი ათონელის ხსენების დღეს დაბადებულ ოთხ ადგილობრივს საჩუქრები
გადასცეს. საჩუქრები, დიპლომები და მედლები გადაეცათ მონაწილეებს.
მასშტაბური ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით
გაიმართა.
გიორგი მთაწმინდელი-ათონელის სასულიერო ცხოვრება ტაძრისს უკავშირდება.
მან პირველი ნაბიჯები ტაძრისის დედათა მონასტერში გადადგა სადაც 3
წელი ცხოვრობდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.