პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე 14 დღის ვადაში უნდა აირჩიოს
პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე 14
დღის ვადაში უნდა აირჩიოს. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით,
თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში,
პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს
14 დღის ვადაში ირჩევს. პარლამენტის
თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას,
უმცირესობას, ფრაქციას და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან
ჯგუფს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში, მის
მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს.
პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების
გარეშე, წერილობით მიმართოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს
გადადგომის შესახებ.
აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს,
რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.
პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება, გადადგომის შესახებ
წერილობით მიმართვის ან საჯაროდ განცხადების მომენტიდან.