ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას
"ნუ გვესვრი!" ბორჯომელი ჟურნალისტებიც შეუერთდნენ.
მედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების უფლებების შელახვა
გააპროტესტეს.
20 ივნისს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციაზე სხვადასხვა
მედიასაშუალების 31 წარმომადგენელი დაშავდა.
ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში,
პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით
ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.
ბორჯომელი ჟურნალისტები, მხარდაჭერას უცხადებენ კოლეგებს. მოუწოდებენ
სახელმწიფო უწყებებს, ნებისმიერ ვითარებაში უზრუნველყონ ჟურნალისტების
უსაფრთხოება.