რუსი დეპუტატი - თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს
თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლურ
საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილე რუსი დელეგატების წინააღმდეგ
მიმართული
პროვოკაციების გამო, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს
საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ
ჯაბაროვმა.
მისივე თქმით, საქართველომ რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს რუსი
პარლამენტარების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების გამო და
არეულობის პერიოდში თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სახის საერთაშორისო
ღონისძიების ჩატარებისგან.
ამასთანავე, ის ასამბლეიდან საქართველოს გარიცხვის წინააღმდეგ
გამოვიდა.
„ჩვენ არ უნდა შევლახოთ ქართული მართლმადიდებლობის ინტერესები,
პროვოკატორების ქმედებები საქართველოს მტრებს ხელს აძლევს“, -
განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
მან ასევე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ოფიციალური საერთაშორისო
ღონისძიება ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირების გასამწვავებლად
გამოიყენეს.
წყარო: ინტერპრესნიუსი