საქართველოში ამინდი გაუარესდება
დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. 17-21 ივნისს, საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან
შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის
ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +28,+33 გრადუსია
მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ძირითადად ღამისა
და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.