13 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
10-11 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა-ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზემო იმერეთსა და კოლხეთის
დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი
ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +32, +37,
სანაპირო რაიონებში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33
გრადუსია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 ივნისს, საქართველოს
უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია
ძლიერი, ასევე სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის
შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32
გრადუსი იქნება.
თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს
ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი
დაფიქსირდება.