საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს
4 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით დროგამოშვებით წვიმიანი
ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის
სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, პირველ მაისს, დედაქალაქში, ღამისა და
საღამოს საათებში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, ტემპერატურა
23-28 გრადუსი იქნება.
„პირველ მაისს, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ
საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ამასთან, აღმოსავლეთის
ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც იყოს."
2 მაისს, დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსია მოსალოდნელი,
აღმოსავლეთ საქართველოში - 25-30 გრადუსი იქნება. ზოგან ხანმოკლე
წვიმაა მოსალოდნელი. თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში,
შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 27-28 გრადუსი
იქნება“
3 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება. ტემპერატურაც
დაიკლებს და უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა- ელჭექით.
აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით წვიმიანი
ამინდი 4 მაისამდე შენარჩუნდება.