პლასტიკის პარკების წარმოება აიკრძალა
დღეიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და
რეალიზაცია იკრძალება.
1-ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად
აიკრძალა, დღეიდან კი სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის
პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
პლასტიკის პარკები ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლდება.
კოდექსის თანახმად, რეგულირების წესის დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500
ლარით დაჯარიმებას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას,
განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის 1 000 ლარით
დაჯარიმებას და ასევე პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს.