ბაკურიანში სასტუმრო "ბაკურიანი რეზიდენსში" ხანძარია. იწვის
სასტუმროს სხვენი და მეხუთე სართული.
"ხანძრის დროს არავინ დაშავებულა, ამ დროისთვის მისი ლიკვიდაცია
მიმდინარეობს და ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არის" - აცხადებს
ბორჯომის მერის რწმუნებული ბაკურიანში გოჩა გობრონიძე.
ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური. ხანძრის გაჩენის
მიზეზი უცნობია.