ვლადიმერ პუტინი სუვენირებზე, რომლებიც ბორჯომში იყიდება
ვლადიმერ პუტინია გამოსახული იმ სუვენირებზე, რომლებიც ბორჯომის
პარკის მიმდებარედ, ცხრა აპრილის ქუჩაზე იყიდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი
აქვეყნებს.ანა მაცაბერიძე იმ სუვენირების ფოტოებს ავრცელებს, რომელსაც
მისი თქმით ბორჯომის პარკის მახლობლად ყიდიან. ასეთი სუვენირების
გაყიდვას, გამყიდველები იმით ხსნიან, რომ ბორჯომს ბევრი რუსი ტურისტი
სტუმრობს და ეს უბრალო მარკეტინგული გათვლაა.
"ეს სუვენირები ვნახე ბორჯომის პარკის შესასვლელში კვირას.
როცა გამოველაპარაკე გამყიდველებს და ვკითხე,ასეთ სუვენირებს რატომ
ყიდით,სირცხვილი და ქვეყნის უპატივცემულობაა თქო,იცით რა მიპასუხეს?
ასეთ ახალგაზრდა გოგოს ეს საკითხი არ უნდა გაღელვებდეს და არც უნდა
ბრაზდებოდეო. რუსი ტურისტები რომ მოდიან,არ უნდა ვასიამოვნოთო? მაშინ
საერთოდ რაღას ჩამოდიანო. ერთმა ქალმა მითხრა: შვილო,მე სომეხი
ვარ,მაგრამ აზერები ძალიან მიყვარს,ეს მხოლოდ პოლიტიკააო. რუსებზე
მეტად საქართველო არავის უყვარსო. როცა ხურვალეთი და ზოგადად,ოკუპაცია
ვუხსენე,ერთმანეთს ირონიულად გადახედეს და ჩაილაპარაკეს “ბიჭო,გაიგე
ხურვალეთში რა ამბები ყოფილაო?” კიდევ მითხრეს,შენნაირი ახალგაზრდა ამ
თემაზე არ უნდა ბრაზდებოდე,ეს ხომ მხოლოდ მარკეტინგული
გათვლააო". - წერს ფეისბუკის მომხმარებელი
გავრცელებულ ფოტოზე პუტინი ბორჯომის პარკის ბიუვეტის ფონზეა და
სუვენირს აწერია А Я ВТИХАРЯ ПЬЮ
БОРЖОМИ