ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულები 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" შტაბში
მომხდარ თავდასხმაში ხუთივე ბრალდებული 3 ათას ლარიანი გირაოს
სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" ინფორმაციით, 30 ოქტომბერს,
ახალქალაქში მათი ოთხი აქტივისტი სცემეს. მათივე განცხადებით,
საარჩევნო შტაბს თავს დაესხა ჯგუფი, დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის
ხელმძღვანელობით.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ახალქალაქში მომხდარ ფიზიკური
დაპირისპირების ფაქტზე სსკ-ის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით ბრალი
წარედგინა 5 პირს: მ. მ.-ს, კ. მ.-ს, ე. მ.-ს, ა. ა.-ს და ა.კ.-ს.