ახალი ამბები
საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 550 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, მათ შორის, 306 ნომრის ამომცნობი და 244 ზოგადი ხედვის კამერა.

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხაშურისა და ბორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთის ორ ლოკაციაზე, ორმხრივი მიმართულებით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 2 სექცია ამოქმედდა.

ასევე, 3 სიჩქარის მზომი წერტილოვანი რადარი ამოქმედდა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, სოფელი ვარდისუბნისა და სოფელი ნასამხარალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. დღეის მდგომარეობით, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სიჩქარის მზომი 23 წერტილოვანი რადარი.

საქართველოს მასშტაბით კი ჯამში 253 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა. მოქალაქეს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს. სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე - 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

ჯარიმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20%-იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული რეფორმების მიზანია საქართველოს გზებზე მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა. ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები ეტაპობრივად უკვე აისახა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებში, კერძოდ, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ პირთა რაოდენობა 36%-ით შემცირდა, დაშავებულ პირთა რაოდენობამ კი 5%-ით იკლო.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო
„ჭიაკოკონობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს
აფრთხილებს.
13:25 / 30.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო „ჭიაკოკონობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით,
2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
12:41 / 30.04.2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.