ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ გუჯარეთის მიმდებარედ გაჩერებული
ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 11 მ3 წიფლის სახეობის ერთ მეტრამდე
სიგრძის დაჭრილი ხე- ტყე იყო განთავსებული.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი
დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 128-ე
ორი პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2 000
ლარის ოდენობით.