ახალი ამბები
არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით - მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე კურორტების მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კურორტების ინფრასტრუქტურისა და მზადყოფნის ხარისხით უკმაყოფილოა და ამ მიმართულებებზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს. როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ არის არგუმენტი იმისა, რომ კურორტები გაზრდილი ნაკადების მისაღებად მზად არა აღმოჩნდნენ.

"ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში და, ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ვიხილეთ ზამთარში. ყველას კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად ამ ნაკადის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, ეს არის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს. ეს ეხება ყველა ადამიანს, ვისაც ეკუთვნის თანამდებობრივად, რომ კურორტები შესაბამის დონეზე იყოს მომზადებული. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკურორტო სეზონებზე, როდესაც ტურისტული აქტივობა განსაკუთრებით იზრდება. არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელი და გვარები, რადგან ეს ეხება საკმაოდ ბევრ ადამიანს და ბევრ უწყებას. დარწმუნებული ვარ, ზამთრის სეზონს, ისევე როგორც მომავალი ზაფხულის სეზონს ჩვენ ხარისხობრივად გაცილებით უფრო მომზადებული შევხვდებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.