დღეს დილიდან ბორჯომში განლაგებული ნაგვის ბუნკერები გარეცხეს.
"ბორჯომის დასუფთავების" სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქში და პარკის
მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებული ყველა ურნა გადარეცხეს.
პარალელურად მოხდა 9 აპრილის ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილის წყლის
ჭავლით დასუფთავებაც.