გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას - NDI-ის კვლევა
NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა - 48% ამბობს, რომ მის
შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
გამოკითხულთა 18%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება"
დგას, 10%-ის შეხედულებებთან - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". 7%
აცხადებს, რომ არ იცის, 5%- მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
გამოკითხულთა 3% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს
"ლეიბორისტული პარტია" დგას.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში
ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების
ზღვარი ±1,9%-ია.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით
ჩატარდა