ბორჯომი - სამუზეუმო ქალაქი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
პროექტი „ბორჯომი - სამუზეუმო ქალაქი“ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე
აგებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობის რეაბილიტაციას,
ერთი საიტი-ატრაქციის შექმნასა და ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში
მოქცევას ითვალისწინებს.
ბორჯომის 5 მუზეუმი:
• ახალი კავალერიის კორპუსში - გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი;
• რომანოვების ყოფილ კანცელარიაში - ბორჯომის მხარის ისტორიის
მუზეუმი;
• მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში - ინდუსტრიული
მემკვიდრეობის მუზეუმი;
• ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში - ბორჯომის მინერალური წყლის
ისტორიის მუზეუმი;
• ლიკანის სასახლეში - სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური
კომპლექსი;
საიტი- ატრაქცია:
პირველი ორთქმავლისა და ცემი-ბაკურიანის ეიფელის სარკინიგზო ხიდის
გამოყენებით მოეწყობა საიტი ღია ცის ქვეშ "პირველი რკინიგზა".