ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ტერიტორიაზე ქართული ანბანი
განთავსდა. პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით "სათითაო, მცირე
ბანერზე დაწერილი ქართული ანბანის ნუსხური და მხედრული ასოები
და ამავე დროს რუსულ-ინგლისური შესატყვისიც, უფრო მეტად ადვილი და
საინტერესოდ აღსაქმელი იქნება პარკის ვიზიტორებისა და სტუმრებისათვის.
ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა - ჩვენი უკვდავი ენის თვალსაჩინოება და
პოპულარიზაცია".
XX