"პროვოკაციის მოსაწყობად დგანან" - გოჩა გობრონიძე
"ახლა ველოდებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც დღეს იწყებს
ციხისჯვარში გზის რეაბილიტაციას, ერთად ავალთ და შევხვდებით
მოსახლეობას, აქ იმყოფება ბორჯომის მერიც"
- კითხვაზე აპირებს თუ არა აქციის მონაწილეებთან შეხვედრას,
ანდეზიტში მერის რწმუნებულმა, გოჩა გობრონიძემ ასე
გვიპასუხა.
გობრონიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეები იქ პროვოკაციის მოსაწყობად
დგანან.
შეგახსენებთ დღეს დილის რვა საათიდან ციხისჯვრის, ანდეზიტის და თორის
მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ და
დაშლას არ აპირებენ.