ბორჯომში სოფელ ციხისჯვართან მოსახლეობამ გზა გადაკეტა
ბორჯომში, სოფ. ციხისჯვრის გადასახვევთან მოსახლეობა საპროტესტო
აქციას მართავს. სამი სოფლის ანდეზიტის, ციხისჯვრის და თორის
მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს,
ისინი სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. როგორც
ადგილობრივები ამბობენ, სოფლებამდე მისასვლელი გზა ათეულობით წელია
რეაბილიტაციას საჭიროებს, მაგრამ აქამდე ამ გზით არავინ
დაინტერესებულა.
ადგილობრივები საპროტესტო აქციას დღეს დილის რვა საათიდან მართავენ.
ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ და დაშლას არ
აპირებენ. ამ დრომდე აქციაზე არავინ გამოჩენილა.
ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი დილიდან აქციაზე იმყოფება.
მოვლენების განვითარებას თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ გვერდსა და ფეისბუქ
გვერდზე.