ციხისჯვრის სკოლის მოსწავლეებმა საკლასო ოთახები მოხატეს
11:26 / 11.05.2018
ციხისჯვრის სკოლის მოსწავლეებმა
ფერადი გარემო შეიქმნეს და საკუთარი საკლასო ოთახები მოხატეს.
საკლასო ოთახების კედლების მოხატვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც
სკოლაში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა და შეშის ღუმელები აიღეს,
სკოლის დირექტორმა ჯული მაისურაძემ კლასებში კოსმეტიკური რემონტის
გაკეთება გადაწყვიტა, ბავშვებს სთხოვა ფერების შერჩევაში
დახმარებოდნენ. მოსწავლეებმა მოიფიქრეს, რომ კედლები თეთრად შეეღებათ
და მერე თვითონ მოხატავდნენ. ასეც მოიქცნენ, ხელოვნების მასწავლებელი
დაეხმარათ და კედლებიდან ღუმელების შავი კვალი
წაშალეს.
ციხისჯვარი ბორჯომის
მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის სოფელია, აქ ძირითადად ეთნიკური
ბერძნები ცხოვრობენ. სკოლაში სულ 33 მოსწავლე
სწავლობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.