ბორჯომში მუნიციპალიტეტს სამართალდამცველები იცავენ
დღეს დილიდან ბორჯომში სამართალდამცველების განსაკუთრებული
მობილიზებაა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობასთან შსს-ს
თანამშრომლები იმყოფებიან,
ისინი შენობის ორივე შესასვლელს აკონტროლებენ და თანამშრომლების გარდა
მუნიციპალიტეტში არავის უშვებენ. შენობაში შესვლის საშუალება არ
ეძლევათ მოქალაქეებსაც.
შეგახსენებთ დღეს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, მთავარი
საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტია, ზაზა ჩაჩანიძის
გადაყენება ერთი კვირით ადრე 15 დეპუტატმა მოითხოვა.