"დღეს საკრებულო მოიქცა უსულგულოდ" - გიორგი ფერაძე
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ფერაძე,
საკრებულოს ოპოზიციური ნაწილის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სხდომის
გადადებას ფერაძე დეპუტატების მხრიდან უსულგულო საქციელად მიიჩნევს.
აქვე განმარტავს, რომ საკრებულოსგან მიღებული რეკომენდაციების
გათვალისწინებას "ქართული ოცნება" არ აპირებს და აღარც მერიის
თანამშრომლების სახელფასო ნუსხის ცვლილებას გეგმავს.
"ჩვენ დაველოდებით 28 მარტს დაგეგმილ სხდომას, იქამდე არაფრის შეცვლას
არ ვაპირებთ"- აცხადებს ფერაძე.
საკრებულოსა და მერიას შორის ხელფასების ოდენობაზე დავის ფონზე, უკვე
3 თვეა უხელფასოდ არიან მერიის თანამშრომლები.