საკრებულოზე 5 კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს
საკრებულოს სხდომაზე 5 კომისია შექმნეს. დაასახელეს ხუთივე კომისიის
თავმჯდომარე და კენჭი უყარეს. ოთხ კომისიას "პატრიოტთა
ალიანსის"
დეპუტატი უხელმძღვანელებს, ხოლო ერთი კომისიის ხელმძღვანელი
"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი იქნება.
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია -
ვიოლეტა ბალახაშვილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოც. საკითხთა კომისია - მამუკა
ლურსმანაშვილი
იურიდიულ საკითხთა კომისია - ტატიანა მარტინენკო
საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისია -
თედორე მელიქიძე
გარემოს და აგრარულ საკითხთა კომისია - გიორგი გიუაშვილი
სხდომას მხოლოდ ოპოზიციური პარტიების 15 დეპუტატი
ესწრება.