საკრებულოში 2 ფრაქცია დარეგისტრირდა
საკრებულომ ცნობად მიიღო განცხადება 2 ფრაქციის დარეგისტრირების
შესახებ. ერთი ფრაქციის შექმნის მოთხოვნა "პატრიოტთა ალიანსის"
სახელით
შევიდა, ხოლო მეორე ფრაქციაში "ნაციონალური მოძრაობის" ორი და
"ლეიბორისტული პარტიის" ერთი დეპუტატი გაერთიანდა.
"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე ნიკოლოზ კიკნაძე იქნება, "უკეთესი
ბორჯომისათვის" თავმჯდომარედ კი ბაკურ გელაშვილი დასახელდა.