სხდომა ანდრო თედიაშვილმა კიდევ ერთხელ დატოვა
დეპუტატებმა სიმშვიდე ვერ შეინარჩუნეს და სხდომა კვლავ ხმაურით
გაგრძელდა, დაპირისპირება მოჰყვა ირაკლი კვირკველიას განცხადებას,
რომელიც
"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებს და ლეიბორისტული პარტიის წევრს
გიორგი გიუაშვილს მუქარაში ადანაშაულებს. იგი ამბობს, რომ ზეწოლა
ხორციელდება "ევროპული საქართველოს" დეპუტატზე ბაქარ შირაძეზე.
შირაძე საკრებულოს სხდომაზე იმყოფება და კომენტარს არ აკეთებს.
სხდომა კვლავ დატოვა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. სხდომის
გაგრძელება ვერ ხერხდება. დეპუტატები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ
და სიტყვიერად უპირისპირდებიან.