ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადა გამოჩნდა. შეუძლოდ გახდა
ანდრო თედიაშვილი - "ქართული ოცნების"
წევრი, რომელიც როგორც უხუცესი დეპუტატი დღეს სხდომას
უძღვებოდა.
საკრებულოს დეპუტატმა გიორგი ფერაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა
სიმშვიდიკენ, მისი თქმით სხდომას ანდრო თედიაშვილი მას შემდეგ
გააგრძელებს, როდესაც თავს უკეთესად იგრძნობს.
ამ დროისთვის სხდომა პარალიზებულია. მუნიციპალიტეტის შენობაში
მოვლენების განვითარებას უამრავი ადამიანი ელოდება.
plaza-escorts