ბორჯომში საკრებულოს სხდომა მმართველმა პარტიამ დატოვა
სხდომა "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატმა დატოვა, დეპუტატები ამჯერად
სამანდატო კომისიის დაკომპლექტებაზე ვერ შეთანხმდნენ.
სხდომათა დარბაზში დარჩა "პარტიოტთა ალიანსის" 11 დეპუტატი,
"ნაციონალური მოძრაობის" -2, "ლეიბორისტების" -1 და "ევროპული
საქართველოს" - 1 დეპუტატი.
დარჩენილი დეპუტატები საკრებულოს წევრების უმრავლესობას წარმოადგენენ
და ისინი სხდომის გაგრძელებას "ქართული ოცნების" დეპუტატების გარეშე
გეგმავენ.
სხდომას "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ვიოლეტა ბალახაშვილი
გაუძღვება