სხდომა გაგრძელდა და ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილდა
სხდომა გაგრძელდა, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა და სხდომის
დროებითმა თავმჯდომარემ ანდრო თედიაშვილმა დეპუტატებს
გადაწყვეტილება გააცნო. სხდომა ახალი დღის წესრიგით გაგრძელდება და
ოპოზიციური პარტიების მიერ მოთხოვნილი საკითხი ჩაემატა. ოპოზიცია დღის
წესრიგში კომისიების ფორმირების საკითხის დამატებას ითხოვდა. ახლა
საკრებულოს აპარატი ახალ დღის წესრიგს ამზადებს.