შსს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ყიდვას გეგმავს
2018 წლის ბიუჯეტიდან შსს-ს 20 მლნ ლარი გამოეყოფა, ამ თანხით უწყება
სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენას გეგმავს.
"საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის
პირველადი ვარიანტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 20 მილიონი ლარით და
შსს-სთვის ჯამში, 605,0 მლნ ლარია გამოყოფილი.
"2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის პირველადი
ვარიანტი პარლამენტს უკვე წარედგინა.