წაღვერში ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება
წაღვერში ხანძრის ქრობის პროცესი ავიაციამ დილიდან განაახლა. ამ
დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 2 ქართული და 1
აზერბაიჯანული ვერტმფრენი მუშაობს.
დღეს ცეცხლის ქრობის პროცესში 2 თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება,
რომელიც საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში
აწარმოებდნენ ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და მძიმე
ტექნიკა.