აბასთუმანში ხანძრის ქრობის პროცესში უკრაინული ავიაცია ჩაერთვება
"უკრაინული თვითმფრინავი საქართველოში რამდენიმე საათში შემოვა და
აბასთუმანში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება.
საქართველომ დახმარებისთვის რამდენიმე ქვეყანას მიმართა, პირველი
უკრაინა გამოგვეხმაურა და 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს ველოდებით"
- განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი მღებრიშვილმა.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები აბასთუმნის ტყეში ინტენსიურად
მიმდინარეობს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი
ძალა და ტექნიკა, ასევე ერთი ქართული ვერტმფრენი. როგორც ცნობილია,
დღეს დილიდან მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა სალიკვიდაციო
სამუშაოებისთვის.