ბაკურიანის საბაგიროებში ჩარჩენილი დამსვენებლები გამოჰყავთ
ბაკურიანში გათიშული საბაგიროებიდან ხალხის უმეტესი ნაწილი
ჩამოყვანილია. ამ დროისთვის დამსვენებლები დარჩენილია ე.წ.
ფუნიკულიორის საბაგიროზე
რომელიც ვაგონის ტიპისაა და იქიდანაც უახლოეს წუთებში განხორციელდება
მათი ჩამოყვანა - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის"
ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი.
საბაგიროების გათიშვის მიზეზად ბაკურიანში ელ. ენერგიის ავარიული
შეწყვეტა სახელდება.