უკეთესი მდგომარეობაა - გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბორჯომის ხეობაში
"ამ წუთას უკეთესი მდგომარეობაა". მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ
სტიქიის ზონაში
არსებული ვითარება ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერა. კვირიკაშვილი
სიტუაციას ინფსტრუქტურისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად
გაეცნო.
"ამ წუთას უკეთესი მდგომარეობაა. ზუსტად აქვთ მონიშნული ის ზონები, რა
ზონებიც არის ჩასაქრობი. ვერტმფრენი მუშაობს. ახლა ერთი დაემატა.
თურქეთიდან გზაშია კიდევ ორი ვერტმფრენი. ქარის გამო დილით ვერ
ჩამოფრინდნენ და ახლა არიან გზაში და სულ რაღაც საათნახევარ-ორ საათში
ისინიც ჩაერთვებიან. ღამისთვის გვექნება გაცილებით უკეთესი
მდგომარეობაა. ცოცხალი ძალა მუშაობს. ამ ეტაპზე რაც საჭიროა,
ყველაფერს აკეთებენ"
მისივე განმარტებით, ყველაზე მძიმე ერთი კერაა, რომელზეც მთელი ძალა
იქნება მიმართული.
"ხანძრის გავრცელების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, თუ ეს ქედი არ
ჩავაქრეთ. თუ ეს ქედი ჩავაქრეთ, მწვავე ფაზას გადავივლით. მე მგონი,
გავუმკლავდებით", - აღნიშნა პრემიერმა.